შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას აუდიტორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
-კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათ გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება;
-რისკებთან მიმართებაში კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
-კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
-სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
-კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
-აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (მაგისტრის ხარისხი) ეკონომიკის, ფინანსების ან აუდიტის განხრით
-შიდა ან გარე აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
-ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
-აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების/შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
-კომუნიკაბელურობა;
-პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია,თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
-კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე:
-ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
-დიპლომის ასლი;
-პირადობის მოწმობის ასლი;
-სარეკომენდაციო წერილები
მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 148/2
ტელ: 2 987860 (264), 2 910238
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 მარტი, 2012 წელი.