შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი.
ვაკანსიების ოდენობა: 1.
ძირითადი მოვალეობები:
ორგანიზაციაში არსებული ციფრული და ანალოგური ტიპის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების, სახანძრო და საგანგაშო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ტექნიკოსთა ჯგუფის მართვა, ინსტრუქტაჟი და მათი შესრულებული სამუშაოს კონტროლი. სამსახურებრივი საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის და პროტოკოლების შექმნა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ტექნიკური სპეციალობით.
-ციფრულ და ანალოგურ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
-სასურველია დაცვის სხვა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სახანძრო, საგანგაშო -კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები.
-ტექნიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება.
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
-კომუნიკაბელურობა;
-პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
-კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრუნული ფოსტით მისამართზე: ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
-CV და ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
-დიპლომის ასლი;
-პირადობის მოწმობის ასლი;
-სარეკომენდაციო წერილები;
მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 148/2
ტელ: 2 910238
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 11 იანვარი, 2012 წ.