ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" (People in Need)
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული "ფერმერთა
თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს შექმნის" პროექტის
ჩარჩოში აცხადებს ტენდერს 2-თვიანი კურსის ჩატარებაზე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მართვაში.
მიზნობრივ მსმენელთა ჯგუფი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების,
ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი
კომპანიების ხელმძღვანელები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად
წარმოებასთან, შენახვასა და ნაწილობრივ გადამუშავებასთან დაკავშირებული
ბიზნესების მფლობელები, სხვა დაინტერესებული პირები.
სწავლების დასაწყისი: 2012 წლის იანვარის მეორე ნახევარი. სწავლების
ხანგრძლივობა: 6-დან 8 კვირამდე, სულ 16-20 მეცადინეობა, თითოეული 3 საათი.
სწავლების პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ მოდულებს:
1. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების და მომსახურების საწარმოო-ტექნოლოგიური
აღრიცხვა (სამუშაოთა აღრიცხვა მთლიანად საწარმოში, კულტურების, სამუშაოთა
სახეობების, ცხოველების ჯიშის მიხედვით, ძირითადი საშუალებების მართვა და
სხვ.)
2. საწარმოს ფინანსების მართვა (საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა, ფულადი სახსრების მართვა და სხვ.)
3. ლიცენზიების, ნებართვებისა და სასაქონლო ნიშნის მიღების პირობები, კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ
4. საწარმოს მარკეტინგული გეგმა და განვითარების სტრატეგია (დანახარჯების,
გაყიდვებისა და შესყიდვების მართვა, პროდუქტის განვითარებასა და წინ
წაწევასთან დაკავშირებული ღონისძიებები, საწარმოს განვითარების 3-წლიანი
გეგმა)
პროგრამის ფარგლებში უნდა მოეწყოს შეხვედრა მსმენელების, არასამთავრობო
ორგანიზაციების, სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა წარმომადგენლების
მონაწილეობით, ასევე ორგანიზებული იქნას ვიზიტი სასოფლო-სამეურნეო
საწარმოში გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ტენდერის მონაწილეები უნდა პასუხობდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
აღნიშნულ დარგებში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა.
მეცადინეობები უნდა ჩატარდეს ქ. ქუთაისში, სატრენინგო ფართი უნდა
უზრუნველყონ ტენდერის მონაწილეებმა.
მეცადინეობის პროცესში გამოყენებული უნდა იქნას სალექციო მასალები,
პრაქტიკული მაგალითები, ტესტები, ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილნი
უნდა იქნან სასწავლო მასალებით. მეცადინეობის პროცესში გამოყენებული უნდა
იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომპიუტერული ტექნიკა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადები მისამართზე: ქ. ქუთაისი, ბროსეს ქ. 7 ან გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: mariana.lotiashvili@peopleinneed.cz არა უგვიანეს 2012 წლის 13 იანვრისა.
საკონტაქტო პირი: მარიანა ლოთიაშვილი,
ტელ: 571 557177.
განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
- კომპანიის მიერ ჩატარებული ტრენინგების სია;
- კომპანიის კორპორაციული კლიენტების სია საკონტაქტო მონაცემებით;
- მეცადინეობების დეტალური კალენდარული გეგმა;
- სწავლების ღირებულება.
განაცხადის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში გთხოვთ, დაბეჭდილ კონვერტზე
მიუთითოთ შემდეგი მონაცემები: ორგანიზაციის დასახელება, მისამართი,
ტენდერის სახელწოდება. განაცხადის ელ. ფოსტით წარმოდგენის შემთხვევაში
გთხოვთ, მიუთითოთ წერილის თემაში: "2-month course for management of the
agricultural enterprise".